09:47 21-02-2024
საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან სათამაშოდ ქალაქ ნესტვედში ჩავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისიდან ჩასულ მოთამაშეებს (გიორგი ცინცაძე, გიორგი ოჩხიკიძე, რევაზ როგავა, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, თორნიკე შენგელია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბექაური, გიორგი ტურძილაძე, ჯო ტომასონი) ნესტვედში ბექა ბურჯანაძე დახვდათ, ხოლო დღეს საღამოს ჩამოვლენ – ესპანური "ტენერიფეს" ცენტრი გიორგი შერმადინი და “მონაკოს” ასისტენტი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი.
ჩვენი ნაკრები თბილისიდან დილის 5 საათზე თბილისი-სტამბოლის რეისით გაფრინდა, ხოლო თურქეთში ერთსაათიანი გადაჯდომის შემდეგ დანიის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე ჩაფრინდა. კოპენჰაგენიდან ნესტვედამდე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ავტობუსით 1 საათი იმგზავრა და სასტუმრო “კირსტინეში” დაბინავდა. სასტუმროდან “ნესტვედ არენამდე” 5 წუთის სავალია. ქალაქი ძალიან პატარა, მყუდრო და ლამაზია, სადაც საკალათბურთო აქტივობა იმიტომ დაიგეგმა, რომ დარბაზი მაყურებლებით მაქსიმალურად შეავსონ.
ჩვენი ნაკრები დანიას შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირდება. ჩვენს ნაკრებს ტრავმების გამო აკლია გამოცდილი დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი. დუდა ალეკსანდარ ჯიკიჩის შეკრებაზე რამდენჯერმე მივიდა, გუნდს ფეხის ტკივილის გამო აქტიურ ვარჯიშში ვერ აჰყვა და სარეაბილიტაციოდ საკუთარ კლუბში, უნგრულ "ატომერომუში" დაბრუნდა. რაც შეეხება რატის, ანდრონიკაშვილმა ტრავმა ესპანურ "სარაგოსაში" სადებიუტო მატჩისას მიიღო და თავდაპირველად, გამოითქვა ვარაუდი, რომ ფეხის მოშუშებას მოასწრებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
საქართველოს ნაკრები "ნესტვედ-არენაზე" პირველ ვარჯიშს დღეს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე გამართავს.
GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული