პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 9 ქულით ამარცხებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიას 37:28 ამარცხებს.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა

"ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა გუნდის ასეთ დაბან ნიშნულზე ჩამოქვეითება. ოფიციალური თამაშების დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე რომ ნიშნავს მწვრთნელს, ეს როგორ ხდება? აგეწიათ ერთი ადგილი და გეზრუნათ ადრე.
ზაალ
24 თებერვალი 2024 11:56
0
დანიასთანო ხალხო დანიასთანო,პირველ რიგში ვაი ჩვენს პატრონს რომ მთელი ფედერაციები ჭაობის ბუდედ არის ქცეული და ხმას არ ვიღებთ და მერე თქვე უნამუსოებო საკუთარი ჯიბიდან ხომ არ იხდით ამ ტრენერებისა და ნატურალიზირებული კალათბურთელების ფულს? ერთი წელი ამათ მოძებნას მოუნდით?ეეეჰ მეტის ღირსები ვართ
გოგა
23 თებერვალი 2024 23:36
0
ეეჰ მეტის ღირსები ვართ, ასე კი არ უნდა დაამთავრო პოსტი ჩემო გოგა, არამედ მოწოდებით, მთელი ფედერაციის გადადგომაზე. აბა თუ ღირსი ხარ უფრო უღირსს გააკეთებენ მომავალში, მაინც ფოჩოა ეს ხალხიოდა.
მაცი ხვიტია
24 თებერვალი 2024 12:40
0
Sanikidze ra magari mwvrtneli ginaxia. Gundi kiara banda iyo. Or skamze jdomit saqme ar ketdeba. Es shermadini kide nakrebshi fexad mzinare dadis. Aseti nakrebi jer ar gvyolia.
Gia
23 თებერვალი 2024 23:32
0
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ერთი ნორმალური მოთამაშე ვერ ნახეს ამ დალოცვილებმა, ეს ვინ ჩამოიყვანეს - მკვდარი მკვდარს აეკიდაო! საქართველოს ჩემპიონატის დონე - კატასტროფა! ეს ყველაფერი - გულსემატკივრის დაცინვა! სირცხვილია! 16 დაკარგვა, საკუთარი ფარის სრულად დათმობა, სრული უმაქნისობა!
იმედი
23 თებერვალი 2024 23:30
0
ასეთი უსუსური ნაკრები, ბოლო 15 წელია, არ გვყოლია.
ტაგუ
23 თებერვალი 2024 23:25
0
შენგელია შერმადინი წადიიიიიით წადიიიიიით წადიიიიიით
kesha
23 თებერვალი 2024 23:14
7
ყოჩაღ ფედერაცია! საოცარი მწვრთნელი და ლეგიონერი დავიმატეთ! შენგელიას გარდა საერთოდ ვინმეს ოდესმე კალათბურთი უთამაშია ამათგან? სერმადინი რისი მვპ ხდება ხოლმე? ჩრდილო კორეის ტელევიზიები ხო არ გვატყუებენ? პ.ს. მხრები მაინც გაიპარსეთ(
Rezo
23 თებერვალი 2024 23:06
2
მამუკელაშვილი და ბითაძის იმედი გვაქვს მომავალში იმედია შეცვლიან რამეს, ეს აბა რა არის რა მარაზმია.
kesha
23 თებერვალი 2024 23:04
2
ვაიმე რა ცუდი გუნდი ვართ
kesha
23 თებერვალი 2024 23:01
0
ყველა თამაში არის ნერვების წყვეტა რა!!!! ლამის არის აღარ ვუყურო. ბავშური შეცდომები ყელშია რა წარსულიდან არაფერს ესენი არ სწავლობენ
,
23 თებერვალი 2024 22:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული