ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია

AutoSharing Option
სერბეთთან მატჩის შემდეგ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდარ ჯიკიჩთან ერთად გუნდის 7 ნომერი, ბექა ბურჯანაძე დაესწრო, რომლებმაც უპირველესად გიორგი ცინცაძეს მადლობა გადაუხადეს და შემდეგ თამაშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

ალეკსანდარ ჯიკიჩი: "მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით.

ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულები, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია. პირადად მე არ
დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის… სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება.

ზოგიერთი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში, არ ვარ ვინმეს თამაშით უკმაყოფილო, თუმცა მეტოქე გვყავდა არა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ფინალისტი. ეს 14 კალათბურთელი ივნისის გაფართოებულ სიაშიც იქნება. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კმაყოფილი ვარ უკეთესი თამაშით, ვიდრე წინა შეხვედრაში გვქონდა. მალე გუნდი უკეთ ითამაშებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”.

ჯო ტომასონი და თოკო ადრე შემოგვიერთდნენ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვექნება მეტი დრო ერთად მომზადებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს.

შერმადინი მომავალში უკეთ ითამაშებს, როცა ახალ სისტემას, ახალ გამთამაშებლებს შეეგუება. წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2-ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ".

ბექა ბურჯანაძე: "მადლობა ბუს 20-წლიანი სანაკრებო კარიერისთვის. სამწუხაროდ, ეს იყო მარცხიანი გამომშვიდობება. დრო არ გვქონდა, რომ ამ ორი თამაშისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი კალათბურთელები. დავუშვით შეცდომები, თუმცა წინ არის შეხვედრები, რომლებისთვისაც კარგად მოვემზადებით".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
საკანდელიის დაა მინშვილის ქვეყანაში რის ტომასონი და რა ტომასონი. გიორგი ოჩხრიკიძე მაგონებს ამ დიდ კალათბურთელებს და ამ ბიჭზე გააკეთონ აქცენტი!
ირაკლი
10:16 28-02-2024
1
სადაა ლოთი გენადი კაპუსტინი რომელიც ნახევარი ბოთლი არაყ დალეული 3 ქულიანს არ აცილებდა. ამ მწვრთნელს რა არჩევანიც მისცა ფედერაციამ იმ კალათბურთელებს იყენებს, მაგრამ დროული შეცველბს დავუწუნებ მხოლოდ ჯერ ჯერობით. როდესაც ადამოანს ერთი ორი სამქულიანი წაუვა და იმ წამსვე ცვლის ეგ არ მესმის. Aრ უნდოდა თამაში მოგება. შამქულიანები დაივიწყეთ პასის კუტლურა არ აქვთ შენგელიადან დაწყებული ცინცაძით დამთავრებული რამდენი ბურთი აჩუქეს უკან. ამას გარდა დაცვაში ზონას ვინღ თამაშობს? კაცი ვერ აუყვანიათ და იდირკებიან ადვილი პასებით. ეს ყველაფერი მოდის ბავშვთ კალათბურთის არასწორად განვითარებიდან. Aრ ვიცი ბურჯანაძეს ნაკრებში რა უნდა. თლანი და ნელია მოთამაშეა. ალბათ რადგან ფაჩულიას კლანიდან მოდის. ზაზა ჯიგარი მაინც ჰქონდა და მაგით ქაჩავდა ბევრს. ამდენი წლი ითამაშა ამას ჯიგარიც აკლია მოედანზე. ისე ესვრიან რომ გეგონება ტყორნცა ეშინიათ და მაზავენ. მამუს და ბითაზის არ ყოფნაც დიდს ნიშნავს, მაგრამ ამმუკანა ხაზით რა უნდა ითამაშოს გუნდმა. ბურთს ანელებენ და მერე იმის გამო რომ ბევრს არ მოძრაობენ პერიმეტრზე და პერიმეტრის შიგნით ბევრ დროს კარგავენ ბურთის კალათისკენ გაგზავნისთვის თან ბევრჯერ ისე ესვრიან როდესაც ფარქვეშ არავნ არის რომ ასხლეტილ ბურთზე იბრძოლოს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული