საქართველოს ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელიას "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
"ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ "დინამო არენაზე" ვიხილეთ.
სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო - როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!", - წერს შენგელია.
15:10 17-04-2024
"სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ... ძალიან მწყდება გული, რომ..." - შენგელია "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე პოსტს აქვეყნებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ყველამ აღიარა რომ ლიბერალიზმი და თანამედროვეობა გადაარჩენს საქართველოს, ასევე რასების აღრევა, გლობალიზაცია . ეს ერთი კაცი არაბიძე დარჩა ვინც ხმა კრინტი არ დაძრა, თავისთვის ჩუმად დარჩა, ალალი იყოს რომ არ გიძახებედნენ ნაკრებში, აწი ეს გუნდიდანაც უნდა მოიკვეთოს!
ეს რუსეთუმე ვინ ყოფილა! გავგიჟდი!
გავკარი შენს პატრიოტიზმს !
თოკო იყო არის და იქნება საქართველოს ერთგული , პატრიოტი ადამიანი !