თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდა.
ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად UFC-ის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.
სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს თოფურია.
"საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს" - კვარაცხელია და დავითაშვილი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით
"საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!" - მამარდაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს გამოეხმაურა
"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე
"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით
"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]