სხვაობა ის გახლდათ, რომ მეტი დრო დაეთმო კალათბურთის თამაშს – 4-4-ზე და 5-5-ზე. ის კომბინაციები, რაზეც აქამდე მიდიოდა მუშაობა, თამაშის დროს კიდევ უფრო დამუშავდა და დაიხვეწა. განსხვავება იყო მოთამაშეთა რაოდენობაშიც. ნაკრებთან ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნაკრებს გუშინწინ, დილას შემოუერთდა, ხოლო გუშინ, როგორც გითხარით, დასვენების დღე იყო.
ტრევიზოში დღეს,
ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში დღეს, დილას გამოემგზავრნენ გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. დღეს ვერ ივარჯიშა ოთარ ფხაკაძემ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა და ექიმების დასკვნას ელოდება, გააგრძელოს ვარჯიში თუ თბილისში დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ქალაქ ტრენტოში 21 ივნისს გაემგზავრება, სადაც წვრთნის პროცესს გააგრძელებს და 23 ივნისს ამხანაგურ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
GBF.GE