მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად, ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა
და მეორე -- აქამდე ვინც გვყავდა ამას ბევრად ჯობდა და ჩვენ როგორრა ვაინტერესებდით? ახლა უარესი ქვეყანა ვართ და აღარ მოდიან?
მოკლედ, ვინც საქმის კეთება იცის და თან არც ეზარება, ის აკეთებს! "არ გამოვა"-ს ძახილი ყველას შეუძლია და ესაა დედამიწაზე #1 "გასაპრავებელი" ტერმინი იმ ხალხისგან, ვინც საქმის კეთება არ იცის!
არ დაბლოკოთ