საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მესამე პერიოდის წინ ტაბლოზე 58:41 დაფიქსირდა, დასკვნით მეოთხედში კი ლატვიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ჩვენი გუნდიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი
მამუკელაშვილი იყო. ბითაძემ 7 ქულა ჩააგდო, ხოლო  ანდრონიკაშვილმა - 6.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს ფილიპინებთან ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

altსაქართველოს ნაკრები იურმალიდან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

მკითხველის კომენტარები / 46 /
მინდოდა ბოლომდე არაფერი დამეწერა მაგრამ საზღავრი აქ ყველაფერს… ეს ვინ ლეგიონერი მოიყვანეთ…. არ გრცხვენია სანიკიძე?.. რას დააამსაგვსეთ ნაკრები ეს რა არის რა უბედურებაა…. გული მიკვდება რა ნაკრები გყვავდა და რა ნაკრები გყვავს გრცხვენოდეთ!!!!
ცოტნე
22:24 02-07-2024
2
ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს არ გვყოლია. მწვრთნელი და ლეგიონერი პირველივე რეისით გასაშვებია სახლში. არავითარი კომბინაცია, არც დაცვა. მარტო ბითაძის სიმაღლით და თოკოს და მამუს ჭიდაობით ვერ მოიგებ თამაშს. ეს არაა კალათბურთი რაც ჩვენ ვნახეთ
გია
23:23 02-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული