სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

AutoSharing Option
დუდა სანაძემ და მისმა "ანორთოსისმა" ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. კვიპროსულმა გუნდმა ლიმასოლში ესპანურ "სარაგოსას" უმასპინძლა და ბრძოლაში – 76:83 დამარცხდა. შედეგად, "ანორთოსისმა" ჯგუფური ეტაპი მოუგებლად, 6 მარცხით დაასრულა. ქართველ ლეგიონერებს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ფიბა ევროპის თამაშებისთვის ჰქონდა და შესაბამისად, სანაძისა და "ანორთოსისის" ურთიერთობა ამ ეტაპზე დასრულდა.

"სარაგოსასთან" მატჩში სანაძემ 10 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 28 წუთი დაHყო. ქართველმა უკანახაზელმა 8-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო,
პერიმეტრიდან კი 5 ცდიდან ყველა სროლა აუცდა.

სანაძემ კვიპროსი უკვე დატოვა და ოთხშაბათს თბილისში იქნება. 15 ნოემბრიდან ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
NBA კიდევ არ უშვებს ხომ შესარჩევებზე?
აჩი
21:01 15-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული