საქართველოს ნაკრები ფინეთში თურქეთის გავლით, ტრანზიტული რეისით ჩაფრინდა. თვითმფრინავი თბილისიდან 12:00 საათზე გაფრინდა და ჰელსინკიში რომ ჩაფრინდა, საღამოს 7-ის ნახევარი იყო. ნაკრების 10 კალათბურთელს
(გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე) ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში ნაკრების 4 ლეგიონერი – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი და კამარ ბოლდუინი დახვდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პირველი ვარჯიში 19 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე დანიშნა. მანამდე მოთამაშეები ძალებს აღიდგენენ და ფიტნესით დაკავდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.

GBF.GE