შენგელიას და ბოლდუინის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ფინეთს სძლია

AutoSharing Option
ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ესპოოში ფინეთი 90:83 დაამარცხა.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ახალი ნატურალიზირებული ამერიკელი ლეგიონერი ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები თავიდან შეტევაში უკეთ თამაშობდნენ, 9 ქულით გაქცევა მოახერხეს, პირველი მეოთხედი კი 25:20 მოიგეს. მეორე პერიოდში ჩვენმა გუნდმა რიგი შეცდომები დაუშვა, შედეგად ფინელები 13 ქულით დაწინაურდნენ. სანაძემ ორი ზუსტი სამიანით უპასუხა, ანდრონიკაშვილმა ერთით, შერმადინმა 4-ჯერ ჩააგდო საჯარიმოდან ბურთი და პირველი ტაიმი 43:48 დავთმეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეტოქემ, რომელიც ფარს გვიგებდა, 9-ქულიანი გაქცევით გვიპასუხა. ჩინებულად მოთამაშე ბოლდუინის და შენგელიას ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება (62:63) მოხერხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა შეხვედრაში წინ, შენგელიას სამი სამიანით და ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მასპინძლებმა სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 23 ბოლდუინმა, 10 შერმადინმა, 9 სანაძემ, 7 ბურჯანაძემ, 6-6 ანდრონიკაშვილმა და ჯინჭარაძემ, 5 კი ფევაძემ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველად მოიგო და 24 ნოემბერს ფინეთს თბილისში მიიღებს.

altშენგელიამ "ვირტუსს" "ფენერბაჰჩესთან" ულიდერა და ფინეთში გამოფრინდა

მკითხველის კომენტარები / 22 /
აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი დღეს გუნდს.
მე-2 ტაიმში დაცვაში ისე ითამაშეს, რომ გაკვირვებული შევყურებდი, ეს საქართველოათქო?!
0
პირველ რიგში გილოცავთ
თემო
01:29 22-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული