ევრობასკეტი 2017. 2 სექტემბრის კალენდარი: საქართველო ბრუნდება

AutoSharing Option
2 სექტემბერს ევრობასკეტი 2017-ის მესამე დღე გაიმართება.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ასპარეზს საქართველო უბრუნდება, რომელიც B ჯგუფში მეორე მატჩს გერმანიასთან ჩაატარებს.

შეხვედრა ჩვენი დროით 16:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

2 სექტემბერი საკამოდ გადატვირთული დღე იქნება, რადგან საერთო ჯამში 12 მატჩი გაიმართება.

2 სექტემბერი

A პოლონეთი-ისლანდია 14:45
D ლატვია-ბელგია 15:15
C მონტენეგრო-უნგრეთი 16:00
B საქართველო-გერმანია 16:45
A საბერძნეთი-საფრანგეთი 17:30
D რუსეთი-სერბეთი 18:00
C ჩეხეთი-ესპანეთი 18:45
B უკრაინა-იტალია 19:30
A ფინეთი-სლოვენია 21:00
C ხორვატია-რუმინეთი 21:30
D ბრიტანეთი-თურქეთი
22:00
B ისრაელი-ლიტვა 22:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული