საქართველოს ნაკრების ექიმი გიორგი ცინცაძის დაბრუნების ვადაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გუნდის გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ლიტვასთან მატჩში ტრავმა მიიღო.

"31 აგვისტოს, გვიან ღამით კვლევები ჩავატარეთ. ცინცაძეს ჩაუტარდა MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ტომოგრაფია, რენტგენი, რის შემდეგაც დადგინდა მარცხენა კოჭის სახსრის სერიოზული ღრძობა და ლატერალური მხრის დაზიანებები ნაწილობრივ.

ეს მიგვანიშნებს, რომ არის მეორე გრეიდის პირველი ხარისხის დაზიანება, რაც გვაძლევს პროგნოზს - გიორგი გვეყოლება ევრობასკეტზე, მაგრამ ხვალ უკვე გასული იქნება 24 საათი და შესაბამისად, გვეცოდინება ზუსტი დრო, ითამაშებს თუ არა გიორგი გერმანიასთან მატჩში, ანუ დილის კონტროლის
შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - თქვა ხვედელიძემ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუ, გვჭირდები!
miha
17:54 01-09-2017
1
ანუ გერმანიასთან თუ არა, შემდეგ თამაშებში ითამაშებს, მშვენიერი ამბავია
Gio Homer
17:50 01-09-2017
0

სიახლეები პოპულარული