14:53 03-09-2017
რა მიზეზით იმყოფებოდა სან ანტონიოს თავკაცი გრეგ პოპოვიჩიც თელ-ავივში [VIDEO]
AutoSharing Option
რატომ დაესწრო მაინცდამაინც იტალია-უკრაინას? საქმე ის არის, რომ მისი ასისტენტი ეტორე მესინა პარალელურად იტალიის ნაკრების თავკაცია. პოპოვიჩი საქომაგოდ და მასზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა ევრობასკეტზე.
პოპოვიჩის სტუმრობა დამატებითი სტიმული აღმოჩნდა მარკო ბელინელისთვის, რომელმაც 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 26 ქულა მიითვალა. იგი რამდენიმე წლის წინ სწორედ გრეგის "სან ანტონიოსთან" ერთად გახდა NBA-ს ჩემპიონი. ნამატჩევს პოპოვიჩი ბელინელის გადაეხვია და დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი.
- როდესაც დარბაზში პრეგ პოპოვიჩი დავინახე, გამაჟრჟოლა, - თქვა ბელინელიმ, - იგი დიდი მწვრთნელია, ბევრი რამ მასწავლა. მიხარია, რომ მისი თანდასწრებით ასეთი მატჩი გამომივიდა.
პრესკონფერენციაზე ეტორე მესინას პოპოვიჩის შესახებ ჰკითხეს.
- მოგეხსენებათ, იგი ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ოლიმპიადაზე იტალიისა ძალიან ეშინია და ჩვენს გუნდზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა, - ასეთი იყო იტალიელი მწვრთნელის კომენტარი-იუმორი.
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მანდ ისე გაიარა..მტავარი მისი მიზანი ცინცადზის ტავის გუნდსჰი გადასვლაზე დატანხმებაა..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული