საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
ამ გუნდის მაქსიმუმია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა...გამაგებინეთ რატომ ითხოვთ ვინმესთან მოგებას. ჩემპიონატი გვაქვს ..0. ბაზები..0. ფედერაცია.. 0. კალათბურთელების რაოდენობა-ერთი ხუთეული....მწვრთნელები-გვყავს საერთოდ?...და ამ დროს ამბიცია-გავიდეთ შემდეგ ეტაპზე...უკეთესი -გავხდეთ ჩემპიონები...რის საფუძველზე?... რატომ?
P.S. მატჩის კომენტატორები...საოცრება!
zura
03 სექტემბერი 2017 19:18
1
ვაი მართლაც, ამას არ მოველოდი რისი მეშინოდა ის მოხდა, ხუთი ექვსი კალათბურთელით შორს ვერ წახვალ, აშკარად ჩანდა რომ ვერ გაუძლეს,როცა კარგი შემცვლელი არ გყავს რთულია თამაში,ასე რომ ბიჭებს თავგანწირვა მართებთ მომდევნო მატჩებში რომ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე
vai vai
03 სექტემბერი 2017 21:48
1
ტო ტა ლი ზა ტო რი !!!!!!!!!!
Gela
04 სექტემბერი 2017 01:07
1
ამ კომენტატორებმა დამღალეს
temo
03 სექტემბერი 2017 18:47
0
ჯანმრთელობისთვის მავნებელია ქართული სპორტის ყურება, არ ღირს ამდენი ნერვების წყვეტად,როგორი ამაყი ვიყავი ლიტვუს მერე და ეხლა სასწაულად შეურაცყოფილი და შერცხვენილი ვგრძნობ თავს და დამცირებული...
გია
03 სექტემბერი 2017 18:47
0
ამხანაგურებზე, რომ არ მეყურებინა არ მეცოდინებოდა ქე მაინც, სად არაის სახლში მომზადებული კომბინაციები?
სად არიან გამთამაშებლები, რატომ არ ამარაგებენ "ბოლო" პასით თავდასხმაში?
სად არის დიქსონის და ცინძაძის პასები შერმადინზე,შენგელიაზე? სად არის ზაზას, როგორც კაპიტნის ლიდერობა?
ბოლო წუთებზე, რომ მოგვეგო უკრაინისთვის, ეს იქნებოდა უსამართლობა.
გიო
03 სექტემბერი 2017 18:43
0
ცინცაძე აფუჭებს ყველაფერს,კიდე კაი ლიტვასთან დროულად მოშორდა გუნდს,თორმ იმასაც ვერ მოვიგებდით.
ბესო
03 სექტემბერი 2017 23:53
7
თავდაჯერება აკლია მგონი.
ანდრი
04 სექტემბერი 2017 00:41
1
არაუშავს ბიჭებო არაუშავს აი ნახავთ ისრაელთან და იტალიასთან მაგარ კალათბურთს ვითამაშებთ და ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ აი ნახავთ... გადაიგალა უბრალოდ ნაკრები მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო... შეხედეთ ლიტვას და დანახავთ რა ნაკრებს მოვუგეთ თანაც ვერავინ იტყვის რომ "გაგვივარდა" აი ნახავთ აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან და არამარტო ჯგუფიდან!
giorgi
03 სექტემბერი 2017 21:16
4
დამძიმდა სიტუაცია, იმედია გამოვიტანთ სწორ დასკვნებს. სათამაშო დისციპლინამ აშკარად დაგვაღალატა.
guri
03 სექტემბერი 2017 20:28
0
ძალიან საწკენია რო ამდენი ქების მერე ჩვენი ნაკრები ორ ისეთ მატჩს აგებს სადაც მოგებები იყო დაგეგმილი.ძალიან გაჭირდება ჯგუფიდან გასვლა.მითუმეტეს მასპინძლებტან ერთად ხომ მსაჯებიც იქნება დასამარცხებელი ისრაელთან,იტალიასთან კიდე ალბათ????
გიორგი
03 სექტემბერი 2017 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული