საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
გუნდში რაღაც ხდება. ბიჭებს სახეზე არც ღიმილი და არც ჟინი არ ეტყობოდათ. არ გვინდა ახლა ლანძღვა და კონფლიქტები.
ბიჭებო იცოდეთ გვიყვარხართ და თქვენი იმედი გვაქ გთხოვთ გადადეთ ყველაფერი გვერდზე, მობილიზებული და ყველა ბურთზე საბრძოდ მომართული გადით შემდეგ თამაშებზე გთხოვთ
(კახა(
03 სექტემბერი 2017 18:52
0
მიყვარს ეს ბიჭები, და გული მტკივა. რა მედლებზე ლაპარაკობდა ფაჩულია? ლიდერი რო დაგვჭირდა სად იყო შემართება და სულისჩამდგმელი მაგალითი? ფაჩულია არ ვარგა ლიდერად, და გუნდი თურმე ფსიქოლოგიურად ვერ არის მომზადებული.
რეზო
03 სექტემბერი 2017 18:49
0
ურა ვაშა,მრავალჯამიერ!!!!!
saqo
03 სექტემბერი 2017 18:48
0
შოუებმა და კონცერტებმა იცის ეგ.
დათო
03 სექტემბერი 2017 18:48
0
ჩვენი იმედებიც დამატცხდა ((((((((
რა ტყუილად ვაქეთ და ვადიდეთ და მათთან ერთად
03 სექტემბერი 2017 18:47
0
რა გახდა ეს დაგეგმარება??? იქნებ სჯობდა ლიტვასთან თავი არ მოგვეკლა და გერმანია-უკრაინისთვის მოგვეგო?! რავი რა...ფავორიტიო და კი ჩავრჩით ჯგუფში (ნეტა ვცდებოდე)... ბოისა დაცვისთვის მიმყავსო და წამი არ მისცა...ქულას არა მარა დაცვაში კაია...ან 12 კაცი ვინაა??? სულ 7-8 თამაშობს... ან...შენგელიამ დაგვბრიდა დღეს, ორი ზედიზედ დაკარგა და... მეტირება ისე ვარ... დაგვერხა რა... Good buy Eurobasket...
კაით რა
03 სექტემბერი 2017 18:47
0
ამ კომენტატორებმა დამღალეს
temo
03 სექტემბერი 2017 18:47
0
ჯანმრთელობისთვის მავნებელია ქართული სპორტის ყურება, არ ღირს ამდენი ნერვების წყვეტად,როგორი ამაყი ვიყავი ლიტვუს მერე და ეხლა სასწაულად შეურაცყოფილი და შერცხვენილი ვგრძნობ თავს და დამცირებული...
გია
03 სექტემბერი 2017 18:47
0
ფარჩაკები.
გიი
03 სექტემბერი 2017 18:46
2
zinzadze zaan sustia, tramva rom miigo litvastan imitom moviget mashin, germaniatanan da ukrainastanaz magan gaafucha tamashi. ras uzaxian? bus)))
qomagi
03 სექტემბერი 2017 18:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული