საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.
მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.
საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა - მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.
ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.
საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21
თავმოყვარო ნაკრები...
ისე დაიცალეს ლიტვასთან თამაშით ემოციებით,რომ მომდევნო 2 თამაში ჩ ა ვ ა რ დ ა .
არა უშავს,გ ა ა კ ო ნ ტ რ ო ლ ე თ ემოციები და ფროფესიონალურად მიუდეგით მომდევნო თამაშებს.
დასავლური ტიპის წარმატებულ და თანამედროვე სახელმწიფოს,ანუ შეუქცევად პროგრესირებადის ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობისათვის ჩრდილელი ავადმყოფი მეზობელი თავისი დემაგოგიებითა და სიძულვილის პროპაგანდით არ გვაცლის და სპორტის სახეობებში მაინც ბოლომდე გამოვავლინოთ ნიჭი და უდიდესი შესაძლებლობები.