საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
მემგონი დაგვიბერდა ნაკრები:)) ყველას გადაკეთებული აქ წლოვანება რაც ოფიციალურად უწერიათ იმაზე 3-4 წლით დიდები არიან ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები (დიქსონი არ ვიცი:) აქედან გამომდინარე 2 თამაშის ისეთ დონეზე ჩატარება როგორიც ლიტვასთან ვითამაშეთ უჭირთ. თან 7 კაცი გვყავს ამ ფედერაციის გადამკიდე ნათესავები და ძმები რამით ხო უნდა დააკავონ?? წადი ძმაო ისევ იცეკვე მემგონი უკეთ გამოგდის ხო ხედავ არ იცი ეს კალათბურთი!!!
Piko
03 სექტემბერი 2017 19:43
0
ამბობდა ზუროსი პირველი თამაშის მერე ჯერ ადრეა სიხარულიო. ფსიქოლოგიურად ვერ გადახარშეს ბიჭებმა პირველი გამარჯვება...
Felisio
03 სექტემბერი 2017 19:23
0
ტო ტა ლი ზა ტო რი
Gela
04 სექტემბერი 2017 00:55
1
მოწოდების სიმაღლეზე კიარა უნდა სცხვენოდეს, ამ დონეზე მოთამაშე ასე უსუსურად, რომ გამოიყურება, თუ ფორმაში არ არის, სულ ნუ გავა სათამაშოდ! ფაჩულიას შემხედვარე იფიქრებ, დამწყებია და პირველად არის მოედანზე!?
???
03 სექტემბერი 2017 19:24
0
დაემართათ ის, რაც ყოველთვის ემართებათ: გამოქლიავდნენ!
realisti
03 სექტემბერი 2017 21:25
0
არა გვყავს ჩვენ კარგი კალათბურთელები
საშუალოზე დაბალი დონეა
ფაჩულია არ ვარგა
ცინცაძეც
r
03 სექტემბერი 2017 20:33
0
12 დან 6 ტურისტი რომ გეყოლება ნაკრებში მაგის ბრალია. ცინცაძე 7ე
321
03 სექტემბერი 2017 20:03
0
rac vnaxet, imas ki nu miyvevit,analizi shemogvtavazet
shaliko
03 სექტემბერი 2017 19:25
0
მოხდა ის,რისიც ჩემპიონატის დაწყებამდე მეშინოდა,7 კაცი ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და შესაბამისად ყოველი მომდევნო თამაში, წინაზე უარესი გამოდის.გერმანიასთან მარცხი მაინც სხვა ფაქტორებს უფრო დავაბრალეთ,მაგრამ ახლა უკვე აშკარად გამოჩნდა,ბიჭები გადაიღალნენ.მოსამზადებელ ეტაპზე ზუროსს რეზერვი შემოჰყავდა ხოლმე და ისინიც რაღაც დროის შემდეგ ,საკმაოდ ნორმალურად იწყებდნენ თამაშს,მაგრამ აქ,ზუროსი ვეღარ რისკავს და ესეც გასაგებია,იმდენ დროს ვეღარ აძლევს სათადარიგოებს,რომ თამაშში შევიდნენ,არა და შედეგი უარესი მივიღეთ და მომდევნო თამაშში,ალბათ კიდევ უფრო გაგვიჭირდება.შემჩნეული მაქვს,ციცნცაძე რომ დაიღლება,სისულელეების კეთებას იწყებს,ახლა დიქსონმა უარესები გააკეთა და არც სანაძე ჩამორჩა.დასკვნა ერთია.გადაიღალნენ.მეორე დასკვნა კი ალბათ ის არის,რომ ზუროსი თამამად უნდა ენდოს რეზერვს,რა თქმა უნდა დიდი რისკია,მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანს.იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს.
სოსო
03 სექტემბერი 2017 19:13
0
გუნდში რაღაც ხდება. ბიჭებს სახეზე არც ღიმილი და არც ჟინი არ ეტყობოდათ. არ გვინდა ახლა ლანძღვა და კონფლიქტები.
ბიჭებო იცოდეთ გვიყვარხართ და თქვენი იმედი გვაქ გთხოვთ გადადეთ ყველაფერი გვერდზე, მობილიზებული და ყველა ბურთზე საბრძოდ მომართული გადით შემდეგ თამაშებზე გთხოვთ
(კახა(
03 სექტემბერი 2017 18:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული