რას წერენ საქართველოსთან მოგებულ მატჩზე უკრაინელები?

AutoSharing Option
sport.ua:"მესამე ტურში ტურნირზე მინი-სენსაციის ავტორს შევხვდით, შევხვდით სტარტზე ორი მარცხისა და ტრავმირებული კაპიტნის კრავცოვის გარეშე. თამაში ტრადიციულად აქტიურად დავიწყეთ, მეტოქეს კი სროლები არ წაუვიდა, შვიდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. მეხუთე წუთზე 12:2 დავწინაურდით. თუმცა, პირველი პერიოდი მხოლოდ ერთი ქულით მოვიგეთ.

მეორე პერიოდი გერმანელებთან 17:30, ხოლო იტალიელებთან 14:27 წავაგეთ. ეტყობა, სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მიუხედავად იმისა, რომ შერმადინმა პრობლემები შეგვიქმნა (9 ჯარიმა აგვკიდა), შეტევაში ვივარგეთ და ეს მეოთხედი 30:18 მოვიგეთ, ტაიმი კი 13 ქულით.

მეორე ტაიმში ფაჩულიასა და შერმადინის მეცადინეობით მოწინააღმდეგემ პრობლემები
შეგვიქმნა, შეხვედრის ბოლოსკენ ე.წ. ნერვების ომი წავიდა და ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, არ გატყდნენ და გაიმარჯვეს".

xsport.ua:”დებიუტში მოპოვებული უპირატესობა პრაქტიკულად ხელიდან არ გაგვიშვია. მხოლოდ შერმადინის შეჩერება გახდა პრობლემა. მაღალი გვქონდა ტყორცნების პროცენტული რეალიზაცია, დაბალი ბურთის დაკარგვა, დამაჯერებლად ვაკონტროლებდით ფარს. ჩვენი გუნდიდან ლუკაშოვს გამოვარჩევდით“.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოსტატობა, ფიზმომზადება და ლიდერი დაგვაკლდა გადამწყვეტ მომენტში
შრიოდერის მაგვარი გვინდა , ცინცაძე არასტაბილურია, დიქსონიც თავზე მაღლა ვერ ახტება, ფაჩულია გამოფიტულია , მოკლედ დარჩენილ თამაშებში ძალიან უნდა მოინდომონ , კაი მსროლელი გვინდა
Figaro
16:34 04-09-2017
0
ლიტვასთან მოგებული თამაშის შემდეგ ტრანსში ჩავარდნილები ვეღარ მოვიდნენ გონზე. სამწუხაროდ გუნდში 5კალათბურთელი და 7 ტურისტი გვყავს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული