ილიას ზუროსი: ისრაელს ამის უფლება არ უნდა მივცეთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე ევრობასკეტზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ისრაელი იქნება. ორივე გუნდს თითო მოგება და ორ-ორი წაგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დამარცხებულისთვის ევრობასკეტიც, დიდი ალბათობით, დასრულდება.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

გთავაზობთ მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ინტერვიუს:

- ყველამ იცის, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია, დამარცხებული, ფაქტობრივად, ეთიშება ევრობასკეტს. სწორედ ამიტომ, წარმატების მისაღწევად მაქსიმალურად კონცინტრირებულები უნდა ვიყოთ.

- ლიტვის ძლევის შემდეგ დიდი სიურპრიზი იყო უკრაინასთან დამარცხება...

- არ გეთანხმებით, რომ ეს სურპრიზი იყო. ეს კალათბურთია, ზოგჯერ ვთამაშობთ ძალიან კარგად, ზოგჯერ ძალიან ცუდად. მთავარია, ვიცით, სად ვართ. არის ნიუანსები, რაც თამაშის გეგმას ცვლის. მაგალითად პირველ მატჩში ტრავმირებული გვყავდა გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე. ახლა ისიც კარგადაა და ვიცით, რას უნდა ველოდოთ ჩვენი კალათბურთელებისგან.

- ბოლო ორი მარცხის შესახებ რას იტყვით?
- გვქონდა შეცდომები, რამაც შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ვრჩებით ერთად, ერთ გუნდად და ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად.

თელ-ავივში ჩამოსვლის დღიდან ერთი მიზანი გვქონდა - მოგვეგო 2-3 თამაში და გავსულიყავით მერვედფინალში. წინასწარ ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით, ყველას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და სწორედ ასეთია სიტუაცია სადღეისოდ. დაუმარცხებელი არავინაა.

- წაგებების მიზეზი მოკლე სათადარიგოთა სკამი ხომ არ იყო?
- შეიძლება. თუმცა მთავარია, ვიცით ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა.

- ისრაელის ნაკრებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც არ ჰყავს ტანმაღალი კალათბურთელები, ძალიან სწრაფ კალათბურთს თამაშობს. ისრაელის ნაკრების თითოეული წევრი ძალიან კარგად გადაადგილდება მოედანზე. ერთმანეთსაც მშვენივრად უგებს და ვიცით, რომ მძიმე მატჩი გველის. ჩვენი ამოცანაა გავაკონტროლოთ სიტუაცია მოედანზე და გავაკონტროლოთ მთლიანად თამაში. არ უნდა მივცეთ დაცვიდან სწრაფ შეტევაზე გადასვლის უფლება, რის შემდეგაც უკვე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი მინუსები ჩვენს სასარგებლოდ.

- დარბაზი ბოლომდე გაივსება.
- ეს დამატებით უპირატესობას აძლევს მასპინძლებს, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ასევე იმედი მაქვს, რომ არბიტრები სავსე ტრიბუნების ყურადღებას არ მიაქცევენ და მშვიდად იმსაჯებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რის ხარჯზე შეიძლება ისრაელის დამარცხება?
- ახლა ვერ გეტყვით. არ მინდა ჩემი ნათქვამი ისრაელის სკაუტებს დაეხმაროს. რას დავუპირისპირებთ მასპინძელთა გუნდს, ხვალ ყველა ნახავს. მთავარია, რაც შეიძლება კარგად დავიცვათ საკუთარი ფარი.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ილიას ზუროსი
მკითხველის კომენტარები / 13 /
აუცილებლად ვიგებთ
ზვიადი
05 სექტემბერი 2017 17:34
0
გავიმარჯვებთ!
Akaki Gabisiani
05 სექტემბერი 2017 15:50
1
არც იოცნებოთ, ქართველებს დაგენაცვლეთ, ქართველებს.
მოშე
05 სექტემბერი 2017 15:49
2
არ მინდა ასე იყოს, მაგრამ ვფიქრობ ლიტვასთან ცინცაძის ტრამვამ გვიშველა ტორემ ალბათ იმასაც წავაგებდით.
vano
05 სექტემბერი 2017 14:09
5
პირველსავე წუთებიდან ვენდოთ ლონდარიძეს, ბერიშვილილს, ბითაძეს, გამყრელიძეს, თუნდაც სასტარტოდან.
guri
05 სექტემბერი 2017 13:38
10
ერთ რამეს ვთხოვ ბიჭებს - ყველაფერი გადადეთ და გუნდად გაერთიანდით, აშკარად რაღაც ცუდი ხდება გასახდელში და თუ არ მოერიეთ ამას იდენტური თამაში გამოგივათ რაც წინა ორი. წარმატებები.
???
05 სექტემბერი 2017 13:09
2
აზრები მოგვდის რეალობის აღქმის და ფაქტების შეფასების უნარიდან.
tngh-s
05 სექტემბერი 2017 16:26
0
კიდევ ახალი ჭორის სათავე!!! საიდან მოგდით ესეთი აზრები... ცინცაძეს ტრამვა მაინც აწუხებს და ამიტომ ვერ თამაშობს ჩვეულად...
tngh
05 სექტემბერი 2017 15:44
1
მთავარია, პრესინგი და ტემპის გაკონტროლება, უფრო მთავარი კი ბურთის დაკარგვების მინიმუმამდე დაყვანა
პაატა1969
05 სექტემბერი 2017 12:35
1
სანაძე და მარკოიშვილი უნდა დაიტვირთოს 3 იანებზე თუ შეხედავენ რო ცენტრები ვერ ქაჩავენ.. მისდით აგდებენ მშვენივრად და არ ესვრიან ((( დღეს ვიგებთ !!!!
ოთო
05 სექტემბერი 2017 12:28
2
მოვიგებთ

geo
05 სექტემბერი 2017 12:14
0
დიდი იმედი მაქ გამარჯვების!!! მიაწექით ბიჭებო, არც თავი დაზოგოთ და არც მოწინააღმდეგე!!! ღმერთია თქვენსკენ და მთელი საქართველო !!!
რაჟდენ (რაჟიკო) ფაჩულია
05 სექტემბერი 2017 11:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული