საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. B ჯგუფის მატჩი თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ჯგუფში ჩატარებულ ოთხ მატჩში ორ-ორ მოგება-წაგება აქვს, ევრობასკეტის 1/8-ფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს. თუმცა, ჩვენს ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, თუკი დღესვე ისრაელი უკრაინას მოუგებს.

B ჯგუფში ისრაელისა
და უკრაინის მატჩი თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 15:45 სთ-ზე გერმანია-ლიტვის შეხვედრა გაიმართება.

- ევრობასკეტი 2017. 6 სექტემბრის კალენდარი: გადამწყვეტი ბრძოლა

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი ოფს სტამბოლი უმასპინძლებს.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას მოსაზრება მომავალ დაპირისპირებაზე.

პრესკონფერენციაზე ვკითხეთ:

- რამდენად რთულია იტალიის ნაკრებისთვის ტანმაღალი ცენტრების მყოლ გუნდებთან ბრძოლა, საქართველოს ნაკრები ხომ ორი კარგი მეფარით თამაშობს?
- რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, მით მეტია გამარჯვების შანსი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რა რესურსიც გვაქვს, იმითი ვთამაშობთ, ჩემს კალათბურთელებს კი ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ.

გერმანიასთან წაგების შემდეგ მესინამ კომენტარში იუმორიც გაურია:

- დაასახელეთ ერთი რამ, რაც ამ თამაშში თქვენთვის კარგი იყო.
- მოცეკვავე გოგონები.

ილიას ზუროსმა კი იტალიასთან მატჩზე საუბრისას ხაზი გაუსვა მეტოქის მაღალ კლასს და დასძინა - მთავარი, რაზეც ახლა ვფიქრობთ, დასვენება და ენერგიის აღდგენააო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ლიტვის პრესა წერს: ფანტასტიური ტრილლერი საქართველო-ისრაელის თამაშში, თორნიკე შენგელია - მაგარი კაციო (ათლეტი).

https://www.basketnews.lt/news-112951-dienos-top-5-izraelio-rinktine-sulauzes-sengelija-bei-dominaves-jonas-valanciunas.html
მიდით ბიჭებო, მგლებო. ძნელია მაგრამ უნდა მოვუგოთ იტალიას.
06 სექტემბერი 2017 12:23
0
გთხოვთ დაგვიბრუნოთ სპორტში დაკარგული ღირსება და სიამაყე, მიდით რა ბიჭებო.....
თემური
06 სექტემბერი 2017 14:07
1
თოკო რატო არაა NBA.ში ჩემთვის მაინც გაუგებარია. გაქაჩავდა აშკარად. დღეს ჩვენი უნა მოვიგოთ დიდი ანგარიშით და გერმანიამაც თუ წააგო დიდი ანგარიშით მაშინ მე2 ადგილზე გავალთ
gia
06 სექტემბერი 2017 14:06
0
სამწუხაროდ თოკოს პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა NBA-ში. მაგრამ ვნახოთ იქნებ რომელიმე გუნდმა აიყვანოს...
Lasha
06 სექტემბერი 2017 16:01
0
რა საჭიროა
ზედმეტი საუბრები ?!
უვრალოდ უნდა მოუგონ,ამის პ ო ტ ე ნ ც ი ა აშკარად არის (!)

შენგელიას გარეშე ძლივ მოგვიგეს და...
უბრალოდ სიმშვიდე,ნაკლები შეცდომები და ფ ა რ ი ს დაუფლება!
glaxuna
06 სექტემბერი 2017 14:00
2
სტამბოლში წასვლას რა უნდა, თქვე კაი ხალხო, არც ვიზა გჭირდებათ და არც სასტუმროს ჯავშანი... ისე კი, კალათბურთის სათამაშოდ წასვლას აზრი არ აქვს - მე-19 საუკუნის კალათბურთით ვერც კოკოშკოვის სლოვენიას მოვუგებთ, ვერც დაჩაჩანაკებულ საფრანგეთს და ვერც მფრინავ ფინეთს... ამასთან, შესაძლოა, საკუთარი ანტირეკორდიც დავამხოთ (მეოთხედში 5 ქულა) და უარესად შევრცხვეთ... წვეტიანი პასუხებისთვის თავებს ნუ შეიწუხებთ, ყველას მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნაკრების ადგილი პლეი ოფში ნამდილად არ არის... ერთადერთი, რაც მათ აქტივში შეიძლება, ჩავუთვალოთ, ის ფაქტი გახლავთ, რომ სრულყოფილად იძიეს შური ისრაელზე ამ ქვეყნიდან დეპორტირებული ქართველების სანაცვლოდ და ამისათვის მადლობა ჩვენს ბიჭებს....
მსქროლავი ტროლი
06 სექტემბერი 2017 13:57
26
ისევ გამოაჩინე ნიკი პუტინის ზალუპიავ? სამარეც არ გაგასწორებს ჭკუას აცდენილო პუტინოვიჩ.
მსქროლავი ტროლის
06 სექტემბერი 2017 15:43
4
დაგიარა ისევ მსქროლავად პარანოიამ, შიზოფრენიამ და ქართველების ბოღმამ კუტუზოვო?
პუტინზე გათხოვილო
06 სექტემბერი 2017 15:41
2
ყველა გამოხმაურება
ყველაზე მეტ შეცდომას თანაც გადამწყვეტ მომენტებში ზაზა უშვებს.ამდენი გარბენი ნბა ს მოთამაშეს არ ეკადრება.
lebroni
06 სექტემბერი 2017 14:43
7
მიაწექით ჩემო საამაყო ბიჭებო!
დავით სანებლიძე
06 სექტემბერი 2017 12:20
0
"მყროლავო ტროლო" ზაზა ფაჩულიას იქნებ შენც მიულოცო მე-4 შვილის დაბადება???
ვაჟა
06 სექტემბერი 2017 15:03
0
ყველაზე მეტ შეცდომას თანაც გადამწყვეტ მომენტებში ზაზა უშვებს.ამდენი გარბენი ნბა ს მოთამაშეს არ ეკადრება.
lebroni
06 სექტემბერი 2017 14:42
7
NBA რომ მოგყავს მაგალითად, იქ გარბენზე არც სჯიან და ასეთი მკაცრი წესები არ არის :) არ შეიძლება ასე ხელაღებით ვლანძღოთ გამოცდილი მოთამაშე და დროა ვისწავლოთ კარგი სპორტსმენების შრომის დაფასება, რომ მოტივაცია ჰქონდეთ შემდგომშიც.
curry
06 სექტემბერი 2017 18:03
0
მე მჯერა თქვენი!ღმერთი თქვენსკენ!ვიცი ძალიან გადაიღალეთ,მაგრამ თქვენს თავს უნდა აჯობოთ!წარმატებები ბიჭებო,უნდა მოიგოთ თორემ გამისკდა გული,არადა ბავშვი ჯერ ფეხზე მყავს დასაყენებელი და ცოდვაში ნუ ჩადგებით:))
tazo
06 სექტემბერი 2017 13:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული