ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
ერთმა კაცმა მთელი ჩვენი ქულების 40%-ზე მეტი გააკეთა! თან ვისთან?! იტალიას ჩაუგდო 29 ქულა. დანარჩენების თამაში სხვამ გაარჩიოს
გაუმარჯოს დიქსონს!!!!
21:28 06-09-2017
0
ისევ და ისევ ჩვენი "საყვარელი, საძულველი" ფრაზა. ღირსეულად დავმარცხდით და 99 პროცენტით გავვარდით. ამ ჩემპიონატზე საქართველოსთვის ყველა თამაშში ერთადერთი კაცი იბრძოდა, კბილებით, ენით, ხელებით, ფეხებით და ყველაფრით რაც შეეძლო თუ არ შეეძლო და ეს იყო არ მინდა დავწერო (ნატურალიზებული), მაგრამ გულით ყველაზე მაგარი არაქართული გვარით, დიქსონი. ის რომ არ გვყოლოდა, მეტოქის ფარამდე ბურთის მიმტანიც არ ვიქნებოდით. ისე ჩემთვის ვფიქრობ და თან გიჟივით მეცინება ხოლმე. რა ვართ ეს ქართველები. კალათში ბურთის ჩამგდები ქართველი კაცი არა გვყავს და ელიტაში კი ვართ სულ გამოჭიმული, საოცრებაა არა? საერთოდ დიქსონს ეკუთვნის დამსახურებისთვის სახელმწიფო ღირსების ორდენი და ეს იქნება კაცური და მართალი პასუხი ჩვენი ქვეყნისგან მის მიმართ.
................
21:07 06-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული