საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელისა და უკრაინას შორის მატჩში წყდებოდა. შეხვედრა ჩვენ და სამწუხაროდ უკრაინელების გამარჯვებით ანგარიშით 88:64 დასრულდა.

შესაბამისად უკრაინამ ჩვენსავით 7 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით B ჯგუფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველო კი ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე განთავსდა. გამომდიანრე აქედან საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

- ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 46 /
ასეა ძმაო რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო
2
ვინმემ იქნებ ამიხსნას ეხლა რა ფასი აქვს ლიტვის, ლატვიის, სერბეთის და საბერძნეთის დამარცხებებს ძირითადი ტურნირის წინ? ამდენი ენერგიის დახარჯვის ფასად 3 ტუფტა თასი შეგვრჩა ხელში ზო? მეტი დღეის გასმოსახედიდან რა?! ოთხივე გუნდი პლეიოფში გავიდა და ჩვენ ჯგუფში ჩავრჩით, ღირდა კი ამდენი ემოცია და კივილ-წივილი?! არ ჯობდა გუნდა ნელ-ნელა მოემატებინა და ფსიქოლოგიურ თვითკმაყოფილებაში არ ჩავარდნილიყო და ეხლა გვეზეიმა? ზურსომა მართალი თქვა ეს გამარჯვებები დიდ გუნდად არ გვაქცევსო მაგრამ ვუნ უსმინა, ელიტაში ვართ და მედლებისთვის უნდა ვიბრძოლოთო...ძალიან გულდაწყევტილი ვარ. იქნებ ფედერაციამ ორი კაი საქმე მაინც გააკეთოს, ზუროსი და დიქსონი შეინარჩუნოს ახალი ნაკრების შექმნის პერსპექტივისთვის.
პაატა
01:20 07-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული