მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მძიმედ დავიწყეთ, რაც იტალიის დარმა გამოცდილმა გუნდმა არ გვაპატია. გვქონდა შეცდომები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მოვახერხეთ და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ეფექტური შემობრუნების შემდეგ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელის ღვაწლი. შეკრების დაწყების პირველივე
დღიდან დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იყო მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში თამაში".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მაიკლ დიქსონ ბრავო !!! შენ ხარ ადამიანი, რომელიც უზომო მოტივაციით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. მადლობა ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს! წინ მსოფლიო ჩემპიონატია და დაშვებული შეცდომებისა და სუსტი მხარეების ანალიზი და გამოსწორება გვმართებს. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ნაკრებს აქვს საკმაო პოტენციალი, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს. იმ რესურსით მართლაც რომ შეუძლებელი შეძლეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. რაც შეეხება დიქსონს, მგონი თითეულ ქართველს და მათ შორის რა თქმა უნდა მეც მსურს, რომ ის ნაკრებში დარჩეს და დახმარება გაგვიწიოს, რადგან მან დაამტკიცა, თუ რა ძალის კალათბურთელია და როგორი მოტივირებულია მოედანზე.
სალომე
22:15 08-09-2017
0
რაც შეეხება დაცვას, ვერ დავეთანხმები რომ ჩვენმა ნაკრებმა მაღალი დონის დაცვა ისწავლა... სისხლი უნდა ჩავაქციოთ და უძნელესი ბურთები ჩავყაროთ, ამ დროს წამოიღებს ბურთს მოწინააღმდეგე და ისე ადვილად შედის ჩვენს სამწამიანში და ისე ადვილად იღებს ორ ქულას გაგიკვირდება...თანაც ხშირად ამ ჩემპიონატზე სამწამიანში ორი "ფილარმონია" მოთამაშე ფაჩულია და შერმადინი ხვდებოდა!
koka
21:48 07-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული