პაატა გურასპაული: "ევრობასკეტის" მატჩების ჩასატარებლად თავიდანვე ორი ვარიანტი განიხილებოდა

AutoSharing Option
ევრობასკეტის" მატჩების ჩასატარებლად თავიდანვე ორი ვარიანტი განიხილებოდა: ერთი - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა და მეორე - არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია", - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლება, საქართველოს მთავრობასა და FIBA-სთან დავიწყეთ განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი იქნებოდა ერთი მხრივ ქვეყნისთვის მომგებიანი, ხოლო მეორე მხრივ ევროპის საკალათბურთო სამყაროსთვის მისაღები.

პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ "ევრობასკეტ 2021"-ს უმასპინძლებს თბილისის ოლიმპიური სასახლე,
რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და დარბაზის ტევადობა გაიზრდება 10 500-მდე. შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, ხოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლე.

პროექტი შეთანხმებულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. რეკონსტრუქციის შემდეგ სასახლე დააკმაყოფილებს FIBA-ს ყველა სტანდარტს და სრულ მზადყოფნაში იქნება ევროპირველობის სამასპინძლოდ.

კალათბურთს ფედერაციას სახელმწიფოსგან აქვს სრული მხარდაჭერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს 2021 წლის ევრობასკეტს", - განაცხადა გურასპაულმა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ააშენოთ ახალი არენა. გადაგდებას მაინც მივეჩვიეთ და გადავყლაპავთ ამასაც. თქვენ ოღონდ პრემიები აიღეთ და კალათბურთი თუ არ განვითარდა დაიკიდეთ ეგ ( მაინც გკიდიათ) !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული