იანისი ვერ შეაჩერეს - საბერძნეთმა უმძიმესი მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის გათამაშებაში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საბერძნეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძლაში 89:85 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის 16 ქულიანი უპირატესობით დასრულების შემდეგ, ხორვატები გააქტიურდნენ, თამაშიც მეტად წაუვიდათ, თუმცა იანისისა და დორსის ლიდერობით ბერძნებმა პირველი მატჩის თავის სასიკეთოდ დასრულება მაინც მოახერხეს.

იანის ანტეტოკუმპომ მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 27 ქულით, 11 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

NBA-ის ორ გზის საუკეთესო კალათბურთელს მხარი ტაილერ დორსიმ აუბა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი
გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ხორვატების მხრიდან ჯეილინ სმიტმა აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ბოგდან ბოგდანოვიჩმა კი გუნდს 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, საბერძნეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, დღეს, 3 სექტემებერს იტალიას დაუპირისპირდება (თ.დ. 23:00 საათზე), ხორვატია, თავის მხრივ, დიდ ბრიტანეთს შეხვდება (თ.დ. 16:15 საათზე).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული