11:30 04-01-2023
ანტეტოკუნმპოს კარიერის მატჩი - იანისმა "ვაშინგტონს" 55 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
AutoSharing Option
"ბაქსის" ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"მილუოკის" ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბერძენმა ვარსკვლავმა 55 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ბრუკ ლოპესმა თავი 21 ქულით, 12 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ვაშინგტონიდან" კრისტაპს პორზინგისმა 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამგვარად, "მილუოკი ბაქსი" 24 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი მორიგ მატჩს 5 იანვარს "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ვაშინგტონ ვიზარდსი" 17 გამარჯვებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. დედაქალაქელები 7 იანვარს "ოკლაჰომას" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

