"თბილისში საშინელი ატმოსფეროა" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვერთნელმა, ერგინ ატამანმა ევრობასკეტის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კერძოდ, სპეციალისტმა თბილისში გულშემატკივარის დასწრებაზე ისაუბრა:

"ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს, ამისთვის კი რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ. მინდა ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშოს, დაცვასა და შეტევაში მეტი მოქნილობა გვჭირდება.

ვაღიარებ, რომ პირველ თამაშში ტურნირის დაწყების მღელვარებამ თავისი ქნა, ასევე შეიძლება იყოს კონცენტრაციის ნაკლებობაც, რადგან თბილისში მატჩებზე საშინელი ატმოსფეროა, არავინ არ მოდის სტადიონზე, მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშს ესწრებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ" - განაცხადა ატამანმა.

შეგახსენებთ, თურქებმა მონტენეგრო 72:68 დაამარცხეს,
მეორე ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი იქნება, მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
მართალი თქვა, სისულელე მოაწყეს. ასე ოცდაჩვიდმეტ ქვეყანაში ტურნირის ჩატარება სისულელეა. უფასო მაინც გახადეთ სხვა მაკრებების მატჩი
Semi
03 სექტემბერი 2022 14:05
6
ძალიან უჭირს ხალხს,კალათბურთი ვისაც უყვარს ის 45-150 ლარს ვერანაირად გადაიხდის და ვისაც ფული აქვს და რესტორნიდან ვერ გამოიყვან,მათთვის კალათბურთი მაგარი უაზრობა და დროის ფლანგვაა,როგორც ამბობენ რა საყურებელი ეგაა ერთ ბურთს დასდევს ათი კაცი.
დავითი
04 სექტემბერი 2022 09:43
1
ყველას გვინდა თამაზე წასვლა ისეთი ფასები აქვთ მდიდრებიც ვერ ყიდულობენ))
ევრობასკეტი ცარიელი ტრიბუნების წინ,სირცხვილია,ვითომ პანდემიაა ესე ვთქვათ
მადრიდისტი
03 სექტემბერი 2022 16:55
3
ორი "ზ" უნდა დაგეწერა, "ყველას გვინდა თამაზზე წასვლა"
თამაზი
04 სექტემბერი 2022 02:41
7
სრულად ვეთანხმები ამ კაცს. ესპანეთი თამაშობდა და 100 კაცი ესწრებოდა. თუ არ გვინდა ვინ გვაძალებს
მეგრელი
03 სექტემბერი 2022 16:36
18
130 ლარს რომ გადაიხდი ბილეთში და მესამედს ვერ ხედავ. მაგარი ცეხი აუშენებიათ.....
დავითი
03 სექტემბერი 2022 16:46
2
კი, უფასოდ დაგვასწრებენ და თან ცივი ნაყინითაც გაგვიმასპინძლდებიან....ზოგი 150 ლარზე 2 კვირა მუშაობს.
ფირუზა
03 სექტემბერი 2022 16:31
2
3 სექტემბერია. ვუყურებ საქართველო-ესპანეთის თამაშს და დამთავრებამდე 7:33 წუთით ადრე ვხვდები რა ქვია ჩვენს ნაკრებს - ლუზერები. ფარქვეშ კანკალებენ, სამ ქულიანებს ვალის მოხდის მიზნით ისვრიან და "ჯიგრით თამაშში" ჯარიმას-ჯარიმაზე იღებენ.
ALONZO
03 სექტემბერი 2022 22:36
18
სამწუხაროა, რომ მაყურებლის სერიოზული ნაკლებობაა...
tngh
03 სექტემბერი 2022 16:03
1
Sheni gudnis tamashis tu ar vnaxe magis yurebas qalta fexburts vuyuro jobia. Gulshematkivrebi kide camogeyvanat osmaletidan
Aleko
03 სექტემბერი 2022 16:17
4
რომელი მილიონერები ჩვენ ვართ რომ 45-150 ლარები ვიხადოთ ვიღაცის თამაშზე, ჩვენები რომ თამაშობდნენ კიდევ ჰო... დაუწიონ მაინც ფასებს, რეკლამაც არ იყო სათანადო
!
03 სექტემბერი 2022 15:50
1
ალაჰ აკბარ, წადი თურქეთში და იქ მოითხოვე ეგ
თემო
03 სექტემბერი 2022 22:55
14

სიახლეები პოპულარული