უმძიმეს ბრძოლაში ფრანგებმა თურქები მინიმალური სხვაობით დაამარცხეს

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, ბერლინში ევრობასკეტის პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო.

საფრანგეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 87:86 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 12.2 წამით ადრე თურქები 77:75 იგებდნენ, კაბარომ (ფრანგია) არასპორტული ჯარიმა აიღო, ხაზზე ჩედი ოსმანი მივიდა, რომელმაც 2-დან ორივე გააფუჭა, შემდეგ თურქებმა ბურთი ცუდად შემოიტანეს, ფრანგებმა ჩააგდეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით დროში თურქებმა შანსი მაინც მიიღეს, თუმცა კორკმაზმა ბურთი დაკარგა და მატჩის ბედიც გა
დაწყდა.

საფრანგეთის მხრიდან საუკეთესო რუდი გობერი გახლდათ, რომელმაც თავი 20 ქულით, 17 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. გამოიჩინა.

თურქების შემადგენლობიდან ბუგრაჰან ტუნჩერმა 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ შეხვედრები შემდეგი მიმდინარეობით გაიმართება:

სლოვენია - ბელგია 16:45 საათი

გერმანია - მონტენეგრო 20:00 საათი

ესპანეთი - ლიეტუვა 22:45 საათი
მკითხველის კომენტარები / 10 /
თურქებმა,მონტენეგროელებს ჩვენი დამარცხების შემდეგ გაუგზავნეს ბაქლავა,ასე დაგვამცირეს თავიანთი ჭკუით,ახლა ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ფრანგებს ხაჭაპური!!!
ბექა
10 სექტემბერი 2022 16:36
1
მონტენეგროც ღირსია გამოგდების!
ბექას
10 სექტემბერი 2022 17:55
2
ოოო, ფახლავა გემრიელიააა!
:)
მარა, ნაღდ ხაჭაპურს დიდი სიამოვნებით გეახლებოდით!
ბესო შიოშვილი
10 სექტემბერი 2022 18:09
7
ქორქმაზს სამართალმა უწია გადამწყვეტ მომენტში.

P.S. თურქებმა ვერც ბერლინის ტრიბუნები შეავსეს.
ანდრი
10 სექტემბერი 2022 16:27
0
არადა, სასწაული შემადგენლობა ყავდა თურქეთს, რაც მართალია მართალია. თუმცა წინდაწინ ყელყელაობამ ეგ იცის ძმაო, ჩვენ ოქროს ასაღებად მოვედითო, აქ (თბილისში) საერთოდ რა გვინდაო. აჰა ბერლინში არ იყავით, მარა რა...
ლევანი
11 სექტემბერი 2022 14:57
0
ფრანგებმა თურქები ფახლავის საჭმელად გაუშვეს თურქეთში!!
!!
10 სექტემბერი 2022 19:33
1
ესპანეთს ვგულშემატკივრობ,ძმები გომესების გამო!!
ანი
10 სექტემბერი 2022 23:02
3
შემოკლებული რას ნიშნავს, გომესი ერთი გვარია და ერნანგომესი - მეორე. ანუ სხვა გვარს ეძახიან? ეგ იგივეა, ადამიანს დოლაბერიძის ნაცვლად, შემოკლებით ბერიძე რომ დაუძახო. და საერთოდ, რომ იცოდე, მაისურზე გეუერი აწერიათ (მეორე, დედის გვარი).
პასკალი
11 სექტემბერი 2022 02:58
1
მათი გვარი გომესი კი არა, ერნანგომესია.
პასკალი
11 სექტემბერი 2022 00:17
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული