გუშინ, 13 სექტემბერს, ევრობასკეტის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.
მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საბერძნეთი, 107:96 დაამარცხა.
გერმანელების მხრიდან დენის შროდერმა თავი 26 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ანდრეას ობსტმა და ფრანს ვაგნერმა თანაბარი, 19-19 ქულა მიითვალეს.
ბერძნების შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.
ესპანეთის ნაკრები ფინეთს შეხვ
და და 100:90 დაამარცხა.
"ლა როხას" მხრიდან ვილი ერნანგომესმა 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ხუანჩო ერნანგომესმა გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ფინელების მხრიდან ლაური მარკანენმა აქტივში 28 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, გერმანია და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდნენ, 16 სექტემბერს კი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.
ხვიჩა კვარაცხელიას მეზობლის, მულისშვილმა ტვპირველის ჭურნალისტები რომ გაყარა სოფლიდან მზგავსი ინფორმაციები დადეთ მარტო