12:05 17-09-2022
2022 წლის ევრობასკეტის ფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ [VIDEO]
AutoSharing Option
გამარჯვებულთა მხრიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა გერშონ იაბუსელემ, მადრიდის "რეალის" კალათბურთელმა 22 ქულა 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
პოლონელთაგან საუკეთესო ეიჯეი სლოტერი გახდა, გამთამაშებელმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, "ლა როხა" გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, გერმანელები თითქმის 3 პერიოდის განმავლობაში წინ იყვნენ და უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ესპანელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და 96:91 იმარჯვეს.
"ლა როხადან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლორენცო ბრაუნმა, ყაზანის "უნიქსის" მოთამაშემ 29 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.
მასპინძელთა მხრიდან კი დენის შროდერმა გაიბრწყინა, "ლეიკერსის" ახალწვეულმა მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 30 ქულა, 1 მოხსნა და 8 ასისტის დაგროვება შეძლო.
შეგახსენებთ, ევრობასკეტის ფინალური დაპირისპირება 18 სექტემბერს, 22:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა დროს კალათბურთია, დაწერეთ ნეაპოლის 75 ნომერი ავტობუსის მძღოლი რას ეუბნებოდა, ხვიჩას შესახებ ბოლონიელ მგზავრს.
4
2
ძმები 14-41❤️
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

