თორნიკე შენგელია: ჩვენი ნიჭი უნდა გამოვიყენოთ

AutoSharing Option
ევრობასკეტის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელია ახალ სეზონს ძველ გუნდთან, "ბასკონიასთან" ერთად დაიწყებს.

ბასკებმა მიგვაჩვიეს, რომ ყოველწლიურად განახლებული შემადგენლობით მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და შედეგიანადაც. იმედიანადაა შენგელიაც, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტს უთხრა - გუნდში ბევრი ახალწვეულია, მათგან მეორეხარისხოვანი თამაში კი არა, წინა პლანზე გამოსვლა გვინდაო.

"გუნდისთვის თითოეული კალათბურთელი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა წინ რთული სეზონი გაქვს და მაღალ მიზნებს ისახავ. გვაქვს ნიჭი, რაც ჩვენს პლუსად უნდა ვაქციოთ".

"ბასკონიაში" ახალი მწვრთნელია - პაბლო პრიჯონი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ "ბასკონიას" ღირსებას იცავდა.
კარიერა გასულ სეზონში დაასრულა, წლეულს უკვე მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა.

"პრიჯონი გენიოსი იყო, როგორც კალათბურთელი და მჯერა, რომ ასეთივე იქნება, როგორც მწვრთნელი, - ამბობს შენგელია. - ვარჯიშები NBA-ს სტილშია. ძალიან მომწონს. დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, თუმცა ინდივიდუალურადაც ბევრს ვვარჯიშობთ".

ქართველი კალათბურთელი ამ ზაფხულს ყველა კომპონენტზე ინდივიდუალურად მუშაობდა, თუმცა იყო ერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია:

"როდესაც მაღალი დონის გუნდში ხარ, მუდმივად უნდა ზრუნავდე თამაშის გაუმჯობესებაზე. ამ ზაფხულს დიდი დრო დავუთმე საშუალო დისტანციიდან ტყორცნებს. ამას უშუალოდ მატჩებისას იხილავთ".

შენგელია ევრობასკეტზე თელ-ავივის ჯგუფში თამაშობდა. ამბობს, რომ საქართველოს "ძალიან კარგი" გუნდი ჰყავდა და იმაზე წინ უნდა წასულიყო, ვიდრე ეს რეალურად მოხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ეგ იცოდი აქამდე გეთქვა შე დაალოცვილო:)
oto-s
16:33 14-09-2017
1
თოკოსი არ ვიცი, მარა ევროს თამაში რომ ტოტალიზატორის გეგმით წარიმართა,ეს ნამდვილად ვიცი
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული