"უნიკახაში" გიორგი შერმადინის დებიუტი ესპანეთის სუპერთასზე შედგა

AutoSharing Option
22 სექტემბერს ესპანურ "უნიკახაში" გიორგი შერმადინის დებიუტი შედგა. ქალაქ მალაგის გუნდში ქართველმა ცენტრმა პირველი მატჩი ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, "ვალენსიას" წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 17:29 წუთში 3 ქულასთან ერთად 5 მოხსნა მიითვალა.

სამწუხაროდ, შერმადინის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში - 78:83 დამარცხდა და ესპანეთის სუპერთასის ფინალში ვერ გავიდა. შერმადინმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ფინალში "ვალენსიას" სუპერთასის ოთხთა ფინალის მასპინძელი "გრან კანარია" შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მადრიდის
"რეალი" 73:64 დაამწუხრა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული