მალაგას პრიმერა დივიზიონის დებიუტანტი "ბურგოსი" ესტუმრა, რომელსაც უნიკახელებმა 93:72 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა. შერმადინმა 13:01 წუთში 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას 3 მოხსნა და 2 პასი წაამატა; ამასთან, მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
"უნიკახა" მე-3 ტურის შეხვედრას 8 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც "ფუენლაბრადას" ესტუმრება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით