გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად "ფუენლაბრადას" შეხვდა და 8 ქულით - 69:77 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 11:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 2-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
2 მოგებითა და 1 მარცხით "უნიკახა" მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, შინ, "ბეტისთან" ჩაატარებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით