"უნიკახას" მოსაგებად გიორგი შერმადინის 7 ქულა არ ეყო

AutoSharing Option
"უნიკახას" პირველი წაგება მიმდინარე სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში.

გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად "ფუენლაბრადას" შეხვდა და 8 ქულით - 69:77 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 11:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 2-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და 1 მარცხით "უნიკახა" მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, შინ, "ბეტისთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული