გიორგი შერმადინმა "ბეტისს" 9 წუთში 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატში იოლი გამარჯვება მოიპოვა. მალაგელებმა "ბეტისს" უმასპინძლეს და 28 ქულის სხვაობით - 99:71 სძლიეს.

იმ დროის გათვალისწინებით, რაც მოედანზე იყო, შერმადინი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 9:22 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. მცირე ხნით თამაშის მიზეზი ის გახლდათ, რომ შერმადინმა ნაადრევად მიიღო პერსონალურები და მწვრთნელმა ის მოედნიდან მალე გაიყვანა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ კი
თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

"უნიკახას" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 22 ოქტომბერს, სტუმრად, მადრიდის "რეალთან" ელის, დღეს კი, თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ფუენლაბრადას" ესტუმრება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული