10:24 19-10-2017
მაიკლ დიქსონის 17 ქულა "სტრასბურს" გერმანიაში არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიქსონმა ძირითადი დროის ბოლო წამზე გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დიქსონი სტრასბურელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 26:56 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.
"სტრასბურგი" თითო მოგება-წაგებით ჩ ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ხსენებულ "ბაიროითს" ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, შინ, ესპანურ "ესტუდიანტესთან" გამართავს.
მომზადებული GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული