მარკოიშვილი და "რეჯიო ემილია" "დოლომიტისთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" გასვლაზე დიდი ანგარიშით 69:92 დამარცხდა ტრენტოს "დოლომიტი ენერჯისთან". მასპინძლები ამ შეხვედრაში მეორე პერიოდიდან დომინირებდნენ და გამარჯვება ეჭვქვეშ არც ერთი წუთით არ დაუყენებიათ.

სამწუხაროდ, თამაში არ წაუვიდა მარკოიშვილს, რომელიც 30 წუთში ოდენ 2 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან ხუთიდან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, ოთხივე სამქულიანი ააცილა მიზანს, ორჯერ მოხსნა და სამჯერ ჩაჭრა ბურთი.

"რეჯიო ემილია" 0 ქულით სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული