გიორგი შერმადინის 8 ქულა და "უნიხაკას" წაგება სან სებასტიანში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის პირველობის მე-8 ტურში მალაგას "უნიხაკა" ბასკეთში "გიპუზკოასთან" დამარცხდა 63:71. ანდალუსიური გუნდი სამი პერიოდი ტოლ-სწორად ეპაექრა მეტოქეს, მაგრამ ბოლოს გატყდა და წააგო.

ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი 14:09 წუთში "უნიხაკას" 8 ქულით (5-დან 4 ორქულიანი) და 4 მოხსნით შეეწია.

მის გუნდში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი სუარესი იყო, ხოლო "გიპუზკოაში" ასეთივე შედეგით კლარკი.

"უნიხაკა" 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული