
იტალიურ გუნდს ქართველი ლეგიონერი მანუჩარ მარკოიშვილი 31:58 წუთში 17 ქულით შეეწია (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო). ამას გარდა, მანუჩარმა ხუთჯერ მოხსნა ბურთი, ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ხუთი პერსონალური მიიღო.
ის თავის გუნდში სანესთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა, 20 ჩერნოგორიელმა გორდიჩმა ჩააგდო.
"რეჯიო ემილია" სატურნირო ცხრილში 3 მოგებით მესამე ადგილზეა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი გუნდი გადის.