თორნიკემ 25:17 წუთში 18 ქულა ჩააგდო (8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ის მატჩის საუკეთესო ბამბარდირი გახდა, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ლიტველი თავდამსხმელი დეივიდას გაილიუსი იყო.
მოკლედ, სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "ბასკონია" უკეთ ათამაშდა, სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-7 ადგილზეა და მორიგ ტურში, 3 დეკემბერს ერთ-ერთ ლიდერს, კომპოსტელას "რიო ნატურა მონბუსს" უმასპინძლებს.