თორნიკე შენგელიამ "სან პაბლოსთან" 18 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბურგოსში ადვილად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სან პაბლო" 100:76.

თორნიკემ 25:17 წუთში 18 ქულა ჩააგდო (8-დან 7 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ის მატჩის საუკეთესო ბამბარდირი გახდა, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ლიტველი თავდამსხმელი დეივიდას გაილიუსი იყო.

მოკლედ, სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "ბასკონია" უკეთ ათამაშდა, სატურნირო ცხრილში 5 მოგებით მე-7 ადგილზეა და მორიგ ტურში, 3 დეკემბერს ერთ-ერთ ლიდერს, კომპოსტელას "რიო ნატურა მონბუსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული