გიორგი შერმადინის 4 ქულა და "უნიკახას" წაგება ცსკა-სთან

AutoSharing Option
ევროლიგის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" მალაგაში მესამე მეოთხედის შემდეგ უგებდა ლიდერს მოსკოვის ცსკა-ს, მაგრამ საბოლოოდ 80:89 დამარცხდა.

შერმადინმა 11:01 წუთში 4 ქულა ჩააგდო (4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), ორჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით მისი თანაგუნდელი რეი მაკალუმი იყო, ხოლო არმიელთაგან ანდრეი ვორონცევიჩი და სერხიო როდრიგესი (11-11).

"უნიკახა" 3 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული