ზაზა ფაჩულიამ "ჩიკაგოსთან" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ჩიკაგო ბულს" უმასპინძლა და ანგარიშით 143:94 გაანადგურა.

ოკლენდელებმა ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინა "ოკლაჰომასთან" მარცხის შემდეგ და ეს იმის ფონზე, რომ კევინ დურანტი და დრეიმონდ გრინი არ ჰყავდათ.

ზაზა ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 18:58 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ სროლის 100-პროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა, მან 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 ჯარიმა ჩააგდო.

აღშანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ფაჩულიამ
პირველად დააგროვა 11 ქულა და ასევე პირველად მიაღწია 6-პასიან ნიშნულს, რაც "ჩიკაგოსთან" მატჩში საუკეთესო მაჩვენებლია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, ხოლო კლეი ტომსპონმა 29 ქულა.

"უორიორს" 14 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 26 ნოემბერს შინ "ნიუ ორლეანთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-მემფისი 104:92
ფინიქსი-ნიუ ორლეანი 91:115
კლივლენდი-შარლოტი 100:99
ინდიანა-ტორონტო 107:104
მინესოტა-მაიამი 97:109
ოკლაჰომა-დეტროიტი 98:99
ატლანტა-ნიუ იორკი 116:104
ბოსტონი-ორლანდო 118:103
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯორდან ბელიმ დურანტი და ზაზამ კი გრინი შეცვალეს და ეს თამაში მათზე ბევრად უკეთესად ითამაშეს, დართეს თავისუფალი თამაშის უფლება და შედეგმაც არ დააყოვნა.

tanto
14:39 25-11-2017
1
ერთი კვერცხი მაინც დადო. )))
ცოტაა რუსის ბროილერო
17:22 25-11-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული