11:46 02-12-2017
ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და 8 მოხსნა "ორლანდოსთან" მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ კარიერა 2003 წელს სწორედ "ორლანდოში" დაიწყო და მას შემდეგ 14 წელი გავიდა. ქართველმა ცენტრმა მას შემდეგ 4 გუნდი გამოიცვალა და დღეს ფლორიდაში "გოლდენ სტეიტის" მაისურით ჩავიდა.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და იმ დროში, რაც მას მწვრთნელმა სათამაშოდ დაუთმო, საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მოედანზე გატარებულ 15 წუთში ზაზამ 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თამაშიდან განხორციელებული 4 სროლიდან ფაჩულიამ 3 მოათავსა მეტოქის კალათში.
გოლდენსტეიტელთა ლიდერები კი ტრადიციულად კევინ დიურანტი (25 ქულა, 7 პასი), სტეფ კარი (23 ქულა, 10 პასი) და კლეი ტომპსონი (27 ქულა) იყვნენ. NBA-ს განვითარების ლიგიდან დამატებულმა ჯორდან ბელმა 16 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
17 მოგებითა 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონის" შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ოკლენდელები ორლანდოდან ფლორიდის უდიდეს ქალაქ მაიამიში გადაინაცვლებენ, სადაც 4 დეკემბერს "მაიამი ჰითს" დაუპირისპირდებიან.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
იუტა-ნიუ ორლეანი 114:108
ჩიკაგო-საკრამენტო 106:107
მემფისი-სან ანტონიო 79:95
მაიამი-შარლოტი 105:100
ოკლაჰომა-მინესოტა 111:107
ტორონტო-ინდიანა 120:115
ვაშინგტონი-დეტორიტი 109:91
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რას შვრება ლაშა ტალახაძე. თქვენ კი შეგარცხვინეთ თქვენი ფაჩულიათი!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული