გიორგი შერმადინმა "პანათინაიკოსთან" მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ევროლიგის მე-10 ტურში მალაგას "უნიკახა" ათენში "პანათინაიკოსთან" 71:82 დამარცხდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია სტუმართა გუნდის ქართველ ცენტრალურ თავდამსხმელს გიორგი შერმადინს.

ბერძნულმა sportsroom.gr-მ იუწყა, რომ გიორგის მუხლის კუნთის მცირე დაჭიმულობა აქვს და ამიტომ გადაწყვიტა მწვრთნელმა მისი დასვენება. ამავე მიზეზით არ ითამაშა შერმადინის თანაგუნდელმა ადამ ვახნიცკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული