გიორგი შერმადინის 11 ქულა და "უნიკახას" გამარჯვება "ხუვენტუტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მალაგას "უნიკახას" ქართველ კალათბურთელს გიორგი შერმადინს ევროლიგაზე "პანათინაიკოსთან" მუხლის კუნთის მცირე დაჭიმულობის გამო არ უთამაშია, დღეს კი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში სახლში "ხუვენტუტთან" შეხვედრაში (86:74) 18:15 წუთი იასპარეზა და 11 ქულით შეეწია თავის გუნდს (3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო), ხუთჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მისი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ნემანია ნედოვიჩი იყო, ხოლო სტუმართაგან საულიუს კულვიეტისი (17).

"უნიკახა" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული