ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "მაიამისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "მაიამი ჰიტს" ესტუმრა და ანგარიშით 123:95 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი, ტრდაციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:36 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"უორიორსს" 30 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. მეორე მაჩვენებელი, ქულების მიხედვით, მატჩში კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. 19 ქულა მიითვალა კლეი ტომპსონმა.

ამ მატჩის შემდეგ ოკლენდელებს 18 მოგება
და 6 მარცხი დაუგროვდათ. ამ მაჩვენებლით ისინი დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონ როკეტსის" შემდეგ მეორე ადგილზე არიან.

შემდეგ მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად "ნიუ ორლეან პელიკანსთან", ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ჰიუსტონი 95:118
მინესოტა-კლიპერსი 112:106
ოკლაჰომა-სან ანტონიო 90 : 87
ნიუ იორკი-ორლანდო 100:105
მკითხველის კომენტარები / 6 /
თემაში მაგდა პაპიძეს მხარდაჭერა რატომ დაგავიწყდა ცანცარ ტროლოვიჩ? ადრე მაგის თავგამოდებული მხარდამჭერი არ იყავი?
zurabas
12:01 04-12-2017
1
კარგით რა, 8 ქულა 123- დან ბევრია ცენტრისთვის? დაანებეთ ამ ფაჩულიას ყურით თრევას თავი.
სხვები თამაშობენ, ზაზა კი "ბლოკია".
რა გიხარიათ?
10:44 04-12-2017
9

სიახლეები პოპულარული