მაიკლ დიქსონის 14 ქულა არასრულ 17 წუთში და "სტრასბურგის" გამარჯვება "ბანვიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში საქართველოს ნაკრების კალათბურთელის მაიკლ დიქსონის "სტრასბურგმა" სახლში დამაჯერებელი ანგარიშით 87:72 სძლია თურქულ "ბანვიტს" და 5 მოგებით ჯგუფის ლიდერია.

დიქსონმა 16:52 წუთი ითამაშა და დიდებული შედეგი აჩვენა: 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 საქმქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან აგრეთვე 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ მოხსნა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით მისი თანაგუნდელი დარიონ ატკინსი იყო, ხოლო "ბანვიტიდან" გაშპერ ვიდმარი (18 ქულა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული